სიახლეები

თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება საკონსულტაციო კომპანიასთან – PEM

2015-04-23T12:32:08+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქუთაისში, რომელიც მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. „ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,“ მისი დირექტორის, გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრები გამართა მიმდინარე წლის 22-23 აპრილს. შეხვედრას [...]

ფოთს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-02-28T12:30:20+00:00

ფოთში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებულ სამუშაოებს დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ამაშუკელი, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ გიორგი შუხოშვილთან და ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. პოლიგონის ტერიტორია 55185 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ფოთიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან, ყოველდღიურად, 100 მ³ ნარჩენი შედის. ფოთის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი რეგიონული განვითარებისა და [...]

მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ 2014 წელს განხორციელებული და 2015 წლისთვის დაგეგმილი საქმიანობის პრეზენტაცია

2015-02-19T12:28:02+00:00

გიორგი შუხოშვილმა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის წევრებს, სამთავრობო უწყებების ხელმძღვანელ პირებს, დონორი ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს, 2014 წელს განხორციელებული მასშტაბური სამუშაოების შესახებ ანგარიში წარუდგინა და 2015 წლისთვის დაგეგმილი მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო. გიორგი შუხოშვილის განცხადებით, 2014 წელს კომპანიის მიერ განხორციელებული პროექტების შედეგად, კეთილმოეწყო და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში შევიდა 19 ნაგავსაყრელი, ჯამური ღირებულებით [...]

ხაშურის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-02-17T10:24:30+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, გიორგი კობერიძე მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებულ სამუშაოებს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ქ. ხაშურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ხაშურის მუნიციპალური ნაგავსაყრელი, რომლის ფართობი 75312.44 კვადრატული მეტრია, 1982 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 167 მ³ მოცულობის ნარჩენებით ივსება. ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი [...]

მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი ქვემო ქართლში

2015-02-13T08:46:04+00:00

„საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქვემო ქართლის რეგიონში, რომელიც მოემსახურება მარნეულის, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, დღეს, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის,“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და ქვემო ქართლის [...]

სამუშაო შეხვედრები საკონსულტაციო კომპანიებთან

2015-02-12T08:41:08+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით გეგმავს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას ქუთაისში, რომელიც მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. „ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,“ მისი დირექტორის, გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრები გამართა 11-12 თებერვალს. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, პროექტის განმახორციელებელი და დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტებთან [...]

კასპის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-01-25T18:26:43+00:00

კასპში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დორექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ნაგავსაყრელი, რომელიც ახტალას ტერიტორიაზე მდებარეობს, 75312.44 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და კასპის მუნუციპალიტეტს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 90მ³  ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის [...]

მარნეულის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-01-16T18:25:10+00:00

მარნეულში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დორექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით, ტერიტორიის შემოღობვა  განახორციელა, მოაწყო პოლიგონამდე მისასვლელი გზები, [...]

სამტრედიის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2014-12-29T18:21:44+00:00

სამტრედიის რეაბილიტირებული მუნიციპალური ნაგავსაყრელი დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. ნაგავსაყრელი, რომელიც  სამტრედიის მუნიციპალიტეტთან ერთად ვანის, ხონის და აბაშის მუნიციპალიტეტებს ემსახურება „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“   2013 წლის 10 მაისს გადაეცა. სტრატეგიული მნიშვნელობის ნაგავსაყრელი ვერ [...]

თერჯოლის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოები გიორგი კობერიძემ დაათვალიერა

2014-12-27T18:20:34+00:00

თერჯოლაში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. ადგილზე არებული სამუშაოები, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერეს. პროექტის განხორციელების მიზანს თერჯოლის მუნიციპალური ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა წარმოადგენს. პოლიგონის ტერიტორია 42 ათას 639 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ყოველდღიურად თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე [...]

​განახლებული ნაგავსაყრელი წნორში

2014-12-21T18:16:39+00:00

წნორში, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან ერთად დაათვალიერა. ნაგავსაყრელი, რომელიც 24,536 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, გურჯაანისა და სიღნაღის მუნუციპალიტეტებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 40 მ³  ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში ობიექტზე მისასვლელი გარე და შიდა გზები [...]

განახლებული ნაგავსაყრელი ლაგოდეხში

2014-12-17T18:16:01+00:00

ლაგოდეხის მუნიციპალური ნაგავსაყრელის ტერიტორიის კეთილმოწყობა დასრულდა.  ადგილზე არსებული მდგომარეობა დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორთან გიორგი შუხოშვილთან, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად  დაათვალიერა. ლაგოდეხის ნაგავსაყრელი 2005 წლიდან ფუნქციონირებს, სადაც ყოველდღიურად პოლიგონის ტერიტორიაზე  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტისა და მისი მიმდებარე სოფლებიდან 43,3 მ³ ნარჩენი [...]