თერჯოლის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოები გიორგი კობერიძემ დაათვალიერა

თერჯოლის მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე მიმდინარე სამუშაოები გიორგი კობერიძემ დაათვალიერა

თერჯოლაში მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები სრულდება. ადგილზე არებული სამუშაოები, დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, გიორგი კობერიძემ და „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის განხორციელების მიზანს თერჯოლის მუნიციპალური ნაგავსაყრელის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოწყობა წარმოადგენს. პოლიგონის ტერიტორია 42 ათას 639 კვადრატულ მეტრს მოიცავს, სადაც ყოველდღიურად თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან 15 მ³ ნარჩენი შედის. ამჟამად, უკვე შემოიღობა ნაგავსყრელის ტერიტორია, ასევე ხორციელდება შიდა და გარე გზების მოწყობა. მიმდინარეობს პოლიგონის ელექტროფიცირებაც. ადგილზე 41 ადამიანია დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მცხოვრებია.

თერჯოლის ნაგავსაყრელი 2007 წლიდან ფუნქციონირებს, რომელიც  შპს  „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ ოპერირებისთვის გასულ წელს გადაეცა. ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ პოლიგონის ოპერირებაში გადაცემისთანავე დაიწყო.  პროექტის ღირებულება 296 990 ლარს შეადგენს და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

2014-12-27T18:20:34+00:00