კასპის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

კასპის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

კასპში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დორექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ნაგავსაყრელი, რომელიც ახტალას ტერიტორიაზე მდებარეობს, 75312.44 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს და კასპის მუნუციპალიტეტს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 90მ³  ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში, მოეწყო ობიექტზე მისასვლელი გარე და შიდა გზები, შემოიღობა ტერიტორია და განხორციელდა მისი ელექტრიფიცირება. ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, ასევე, დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები.

კასპის მუნიციპალური ნაგავსაყრელი შ.პ.ს.  „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა. იმ პერიოდისთვის აღნიშნული ნაგავსაყრელი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ოპერირებდა, ნარჩენების შეტანა კი, არაორგანიზებულად ხდებოდა. ამჟამად, მოხსნილია ანტისანიტარიის პრობლემაც.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შ.პ.ს. „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები მისი ოპერირებაში გადაცემისათანავე დაიწყო. პროექტის საერთო ღირებულებამ 448.000 ლარი შეადგინა. ადგილზე 17 ადამიანი იყო დასაქმებული.

2015-01-25T18:26:43+00:00