Yearly Archives: 2015

საინიციატივო შეხვედრა „ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის“ ფარგლებში

2015-07-07T12:01:37+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის მოწყობას ქალაქ ქუთაისში, რომელიც ასევე მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. პროექტი მოიცავს ქუთაისში, ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობასა და არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვას, ნარჩენების მოგროვების, ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებასა და გაუმჯობესებას, ნარჩენების გადაზიდვის სისტემის მოწყობას და გადამუშავებას დაქვემდებარებული [...]

ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადაეცა

2015-07-06T09:30:28+00:00

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს 2 ნაგავმზიდი ავტომანქანა და ნარჩენების 540 ერთეული ლითონისა და პლასტმასის ურნები გადასცა. ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები ზუგდიდს, ანაკლიასა და მათ მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა. მანქანებისა და ურნების გადაცემის პროცესს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ [...]

ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადაეცა

2015-07-01T13:06:36+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტს 5 ნაგავმზიდი ავტომანქანა და 500 ნარჩენების შესაგროვებელი ლითონის ურნა გადასცა.  ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები  შავი ზღვის , კერძოდ, ურეკის, შეკვეთილისა და გრიგოლეთის სანაპირო-საკურორტო ზოლებსა და მიმდებარე სოფლებს მოემსახურება. აღნიშნული მანქანები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ  მთავრობის განკარგულების საფუძველზე შეიძინა. [...]

გიორგი შუხოშვილმა საქართველო-ესპანეთის ბიზნესფორუმის ფარგლებში პრეზენტაცია წარადგინა

2015-06-24T10:17:08+00:00

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა - გიორგი შუხოშვილმა "საქართველო-ესპანეთის მრავალმხრივი პარტნიორობი"-ს შეხვედრების ფარგლებში კომპანიის საქმიანობის შესახებ  პრეზენტაცია წარადგინა . "საქართველო-ესპანეთის მრავალმხრივი პარტნიორობი"-ს შეხვედრა თბილისში, ესპანეთის ვაჭრობისა და ინვესტიციების სააგენტოსა (ICEX) და ესპანეთის საელჩოსთან არსებული ეკონომიკური და კომერციული ოფისის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენს კომპანიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა [...]

გიორგი შუხოშვილი იაპონელ ინვესტორებს შეხვდა

2015-06-18T10:44:59+00:00

შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი თანამშრომლებთან ერთად იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს „JICA“- ს ინიციატივით მოწვეულ იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სისტემის (JICS ) ბიზნესის განვითარების ოფისის დირექტორს, მასაჰიტო სამინოსა და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილა ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებები. დაიგეგმა იაპონიის მთავრობის გრანტით, მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების საპილოტე პროგრამის დაფინანსება. მხარეებმა, ასევე, ისაუბრეს ნარჩენების [...]

შეხვედრები “ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის” პროექტის განმახორციელებელ გერმანულ კომპანია ERM-ის წარმომადგენლებთან

2015-06-17T08:12:20+00:00

„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,“ მისი დირექტორის, გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრები გამართა .შეხვედრებს კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ ტენდერში გამარჯვებული პროექტის განმახორციელებელი გერმანული კომპანიის –ERM წარომადგენლები. ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში კომპანია ERM-თან ხელი მოეწერა ხელშეკრულებას პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტის მომსახურების გაწევის შესახებ. შემაჯამებელ შეხვედრაზე კი განიხილა პროექტისა და ახალი [...]

ბოლნისის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-06-03T08:08:52+00:00

დღეს, გიორგი შუხოშვილმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელ გოგი მეშველიანთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. ბოლნისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს 1978 წლიდან; მისი ფართობი შეადგენს 50316.34 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შედის დაახლოებით 15.6 მ³ ნარჩენი ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან. ბოლნისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი [...]

საჩხერის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა

2015-05-28T06:46:14+00:00

დღეს, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელ მალხაზ ბაზაძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საჩხერეში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის მიზნით ჩატარებული სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. საჩხერის მუნიციპალური ნაგავსაყრელი ფუნქციონირებს 2001 წლიდან; მისი ფართობი შეადგენს 15979.95მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე შედის 60 მ³ ნარჩენი საჩხერეს მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან. საჩხერის მუნიციპალური ნარჩენების [...]

“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია”

2015-05-25T07:45:29+00:00

2012 წლის 24 აპრილს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფოა. დღეს, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ქვეყნის მასშტაბით(ქ.თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა) მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების 52 პოლიგონს მართავს. წინასწარი კვლევის შედეგების მიხედვით,კომპანიის კაპიტალში არსებული ნაგავსაყრელები არ აკმაყოფილებდნენ ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. პოლიგონებზე არსებული [...]

ქუთაისის ახალი ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დასრულდა

2015-05-25T07:44:23+00:00

ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაციამ -“The HALO Trust” ქუთაისის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დაასრულა. დღეს, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა - გიორგი შუხოშვილმა, ქ. ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად  ტერიტორიაზე ჩატარებული განაღმვითი სამუშაოები მოინახულა. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალი საერთაშორისო სტანდარტების [...]

თერჯოლის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა

2015-05-23T08:05:15+00:00

თერჯოლის მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, ავთანდილ ჩუბინიძესთან და მუნიციპალიტეტის გამგებელთან, თეიმურაზ ჯაფარიძესთან ერთად დაათვალიერა. თერჯოლის ნაგავსაყრელი 2007 წლიდან ფუნქციონირებს. მისი ფართობი  42639.50 მ²–ს შეადგენს და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ნარჩენი თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. თერჯოლის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი  შპს„საქართველოს [...]

დედოფლისწყაროს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-05-18T08:55:24+00:00

დედოფლისწყაროში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა“, გიორგი შუხოშვილმა, კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ნაგავსაყრელი, რომელიც 60986.19 მ² ფართობს მოიცავს 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად პოლიგონის ტერიტორიაზე 80 მ³ ნარჩენი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან [...]