სიახლეები

შეხვედრები ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის პროექტის ფარგლებში

2016-04-15T18:28:22+00:00

15-04-2016  - საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი გიორგი შუხოშვილი, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის „დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე და დამხმარე ღონისძიებების კონსულტანტი (PEM) რენე ბოსტენი ქ. ქუთაისის მერს შოთა მურღულიას შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ქუთაისის პოლიგონის მშენებლობასთან დაკავშირებულ წინა მოსამზადებელ პროცესებზე და სხვა ტექნიკურ დეტალებზე ისაუბრეს. კომპანიის წარმომადგენლები მოგვიანებით ქუთაისის მოსახლეობას შეხვდნენ და  დაგეგმილი პროექტის დეტალები [...]

“მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ” რეგიონებისთვის სპეცტექნიკა შეიძინა

2016-03-24T10:04:30+00:00

24–03–2016 საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად  6 ერთეული სპეცტექნიკა –  ბულდოზერი (YTO-T80)  შეიძინა. ტექნიკა, სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ქ.დმანისის, სტეფანწმინდას, თიანეთის, ასპინძის, ჩოხატაურისა და ონის მუნიციპალურ ნაგავსაყრელებს  მოემსახურება. შეძენილი ტექნიკის  საერთო ღირებულებამ  589 950 ლარი შეადგინა.

სტეფანწმინდას განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2016-03-16T06:59:36+00:00

16/03/2016 -გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სტეფანწმინდაში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. სტეფანწმინდის მუნიციპალური ნაგავსაყრელი   2000 წლიდან ფუნქციონირებს; მისი ფართობი შეადგენს 21 429.00 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე  დაახლოებით  554 მ³ ნარჩენი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. სტეფანწმინდის  მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 [...]

რუსთავის ნაგავსაყრელზე მავნე აირების საზომ ახალ ხელსაწყოს გამოცდიან

2016-03-11T07:51:57+00:00

11/03/2016 - ,,მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“, USAID- ის პროექტის  ,,ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში’’   - ფარგლებში სათბურის გაზების ემისიების საზომი ხელსაწყო გადმოეცა. აღნიშნულ ხელსაწყოს პირველად  რუსთავის ნაგავსაყრელზე გამოცდიან და გამოიყენებენ. პროექტის  ფარგლებში კომპანიის დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც გარემოზე მავნე ზემოქმედების შემცირების მიზნით საბაზისო კვლევას ითვალისწინებს.  შემუშავებული  მონაცემები გამოყენებული იქნება ნაგავსაყრელების დახურვისა და [...]

ჩოხატაურს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2016-02-18T08:00:29+00:00

02/18/2016 -ჩოხატაურში, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად დაათვალიერა. ნაგავსაყრელი, რომელიც  11 970.00 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ჩოხატაურისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 330 მ³  ნარჩენი შედის. კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მოეწყო ობიექტის შიდა გზები, მოხდა ტერიტორიის [...]

შეხვედრა „მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებზე

2016-02-16T09:38:25+00:00

     02/16/2016 - დღეს  რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროს  შპს ,,საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის’’ დირექტორმა,  გიორგი შუხოშვილმა გერმანიის განვითარების ბანკის (KfW)  წარმომადგენლებთან ერთად „მუნიციპალური მყარი ნარჩენების რეციკლირებისა და დამუშავების“ საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა.      შეხვედრაზე განიხილეს   მყარი ნარჩენების სეპარირება-გადამუშავებასთან დაკავშირებული  ახალი საკანონმდებლო ცვლილებები.  ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის მაგალითზე განიხილეს  ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების [...]

ურეკში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

2016-02-13T08:51:04+00:00

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ურეკის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა და გადამტვირთი სადგური მოაწყო. შესრულებული სამუშაოები შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა გურიის გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ურეკის მუნიციპალური ნაგავსაყრელის ფართობი 13 305.00 მ²-ს შეადგენს. ყოველთვიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე [...]

ყვარელში ნარჩენების გადამტვირთი სადგური მოეწყო

2016-02-06T10:37:25+00:00

შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ,” საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით ყვარლის მუნიციპალური ნაგავსაყრელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დახურა. შესრულებული სამუშაოები კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. ყვარლის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი, რომელიც 1981 წლიდან ფუნქციონირებდა,  „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“  საკუთრებაში 2013 წელს გადმოეცა.  იმ დროისთვის ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა უკიდურესად მძიმე [...]

თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმება საკონსულტაციო კომპანიასთან- HPC

2016-02-01T10:06:24+00:00

„ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის პროექტის’’  ფარგლებში შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“  დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას პროექტის განმახორციელებელ კონსულტანტ კომპანიასთან (PIU) - HPC HARRESS PICKEL CONSULT AG მომსახურების გაწევის შესახებ. ხელმოწერას ასევე ესწრებოდნენ  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD),გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და  ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შეგახსენებთ, რომ ქვემო ქართლის [...]

ქუთაისში ახალი ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება

2016-01-28T10:36:07+00:00

„ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“  მისი დირექტორის,  გიორგი შუხოშვილის ხელმძღვანელობით  მორიგი შეხვედრა გამართა გერმანიის განვითარების ბანკისა (KfW) და პროექტის განმახორციელებელი კონსულტანტი კომპანიის ERM-ის წარმომადგენლებთან. მხარეებს შორის  შეხვედრაზე  განხილული იყო  ,,ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის’’ პროექტის ფარგლებში არსებული  ტექნიკური საკითხები. შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს მყარი [...]

გიორგი შუხოშვილი კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შეხვდა

2015-12-28T10:23:37+00:00

2016 წლიდან რეგიონები ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებითა და ნარჩენების ურნებით აღიჭურვებიან შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი თელავში, კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების  წარმომადგენლებს შეხვდა. შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ მთავრობის განკარგულების საფუძველზე დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, რეგიონებისთვის ახალი ნაგავმზიდი ავტომანქანებისა და ნარჩენების ურნების შეძენას გეგმავს. პროექტის ფარგლებში, პირველ სამუშაო შეხვედრაზე განხილული იყო [...]

დმანისის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

2015-11-28T08:30:11+00:00

დღეს, გიორგი შუხოშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დმანისში არსებულ მუნიციპალურ ნაგავსაყრელზე კეთილმოწყობის დასრულებული სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოები დაათვალიერა. დმანისის მუნიციპალური ნაგავსაყრელი 1998 წლიდან ფუნქციონირებს; მისი ფართობი შეადგენს 10 027.00 მ² და ყოველდღიურად ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე დაახლოებით 180 მ³ ნარჩენი დმანისის მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის. დმანისის მუნიციპალური ნარჩენების ნაგავსაყრელი „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 [...]