სამუშაო შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებთან
waste_gov_en 2014-10-15T18:06:46+00:00დღეს, სამუშაო შეხვედრა გაიმართა შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე განხილული იყო ქვემო ქართლში ახალი ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის მომზადება-წარდგენის დეტალები. ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასების დოკუმენტის საფუძველზე 2015 წლიდან განხორციელდება ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო და არსებული ნაგავსაყრელის დახურვის სამუშაოები. პროექტის დასრულება [...]