ფოთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადაეცა

ფოთის მუნიციპალიტეტს ნაგავმზიდი ავტომანქანები და ნარჩენების ურნები გადაეცა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ ფოთის მუნიციპალიტეტს 2  ნაგავმზიდი ავტომანქანა და 450 ნარჩენების შესაგროვებელი ლითონისა და პლასტმასის ურნები გადასცა.  დასუფთავების სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, ტექნიკა ფოთის მუნიციპალიტეტთან ერთად მის მიმდებარე სოფლებსაც მოემსახურება.

აღნიშნული მანქანები შეძენილი იქნა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მთავრობის განკარგულების საფუძველზე.

გადაცემის პროცესს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და ქალაქ ფოთის მერი – ირაკლი კაკულია დაესწრნენ.

2015-07-10T07:09:33+00:00