მარნეულის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

მარნეულის მუნიციპალიტეტს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

მარნეულში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გიორგი კობერიძემ, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დორექტორ, გიორგი შუხოშვილთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შპს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით, ტერიტორიის შემოღობვა  განახორციელა, მოაწყო პოლიგონამდე მისასვლელი გზები, წყალარინების არხები, ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება.  პოლიგონზე დამონტაჟდა 60 ტონიანი სასწორი.
მარნეულის ნაგავსაყრელი, რომელიც 8 ჰექტარ ფართობს მოიცავს, ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს, სტანდარტებთან შეუსაბამოდ ოპერირებდა და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივ მოსახლეობას. განახლებული ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ნარჩენები სპეციალურად გამოყოფილ უჯრედებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განთავსდება, რაც გარემოზე მავნე ზემოქმედებას მნიშვნელოვნად შეამცირებს.  აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ არაორგანიზებულად განთავსებული ნარჩენები პოლიგონთან ახლოს გამავალ ცენტრალურ საავტომობილო გზას აბინძურებდა.
პროექტი, რომლის ღირებულება 529.929  ლარია, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ლავამ“ განახორციელა. სამუშაოებისას ადგილზე 26 ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.
2015-01-16T18:25:10+00:00