დედოფლისწყაროს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

დედოფლისწყაროს განახლებული ნაგავსაყრელი მოემსახურება

დედოფლისწყაროში არსებული მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობა დასრულდა. ჩატარებული სამუშაოები დღეს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა“, გიორგი შუხოშვილმა, კახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორ ირაკლი შიოლაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

ნაგავსაყრელი, რომელიც 60986.19 მ² ფართობს მოიცავს 2007 წლიდან ფუნქციონირებს და ყოველდღიურად პოლიგონის ტერიტორიაზე 80 მ³ ნარჩენი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან შედის.

შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ დედოფლისწყაროს პოლიგონი 2013 წლიდან გადაეცა. იმ დროისთვის პოლიგონი სტანდარტების შეუსაბამოდ ოპერირებდა. ნარჩენების შეტანა ხდებოდა არაორგანიზებულად. ასევე, ნაგავსაყრელზე არ ხორციელდებოდა კონტროლი და სანიტარული ზედამხედველობა, ტერიტორია არ იყო შემორობილი და ხდებოდა როგორც მოქალაქეების, ისე ცხოველების გადაადგილება. ნაგავსაყრელი ვერ აკმაყოფილებდა ეკოლოგიურ და სანიტარულ ნორმებს. პოლიგონის ოპერირება ზიანს აყენებდა გარემოს და საფრთხეს უქმნიდა ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ , მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის მიზნით, ტერიტორიის შემორობვა განახორციელა, მოაწყო პოიგონის შიდა გზები, წყალარინების არხები. ასევე, მოხდა ტერიტორიის ელექტროფიცირება. მოეწყო მიწის კავალიერები შემდგომი ექსპლუატაციისთვის. ნაგავსაყრელი აღიჭურვა სპეც-ტექნიკით.

განახლებული პოლიგონის ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ, მოქმედი სტანდარტების შესაბამისად, განისაზღვრება ნარჩენების მიღება და მათი განთავსება პოლიგონზე გამოყოფილ სპეციალურ უჯრედებში, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედებას. უზრუნველყოფს ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას და მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტი,რომლის ღირებულებამ 230 000 ლარი შეადგინა, დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და განახორციელა ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ – შპს „ლავა“. სამუშაოებზე 5 ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული.

2015-05-18T08:55:24+00:00