ჰუმანიტარული განაღმვის ორგანიზაციამ -“The HALO Trust” ქუთაისის ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობისთვის შერჩეულ ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები დაასრულა. დღეს, „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა – გიორგი შუხოშვილმა, ქ. ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად ტერიტორიაზე ჩატარებული განაღმვითი სამუშაოები მოინახულა.
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ გერმანიის განვითარების ბანკის (KfW Entwicklungsbank) ფინანსური მხარდაჭერით იწყებს ახალი საერთაშორისო სტანდარტების რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის აშენებას იმერეთის რეგიონში, რომელიც რეგიონში შემავალ მუნიციპალიტეტებთან ერთად მოემსახურება რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონს. ახალი სანიტარული ნაგავსაყრელის სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ვადებად განსაზღვრულია 2014-2017 წლები. ამის შემდგომ დაიხურება რეგიონში არსებული ნაგავსაყრელები.
პროექტით, ასევე, გათვალისწინებულია ტექნიკური დახმარების კომპონენტი, რაც კომპანიის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შესაბამისი პროგრამების დაფინანსებას მოიცავს.