განახლებული ნაგავსაყრელი ონის მოსახლეობას

განახლებული ნაგავსაყრელი ონის მოსახლეობას

ონში, მუნიციპალური ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა. ადგილზე არსებული ვითარება შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორ პარმენ მარგველიძესთან და ონის მუნიციპალიტეტის გამგებელ, გიორგი ლობჯანიძესთან ერთად დაათვალიერა.

ნაგავსაყრელი, რომელიც 4 103.00 კვადრატულ მეტრ ფართობს მოიცავს, ონისა და მის მიმდებარე სოფლებს ემსახურება. პოლიგონის ტერიტორიაზე, ყოველდღიურად 330 მ³ ნარჩენი შედის.

კეთილმოწყობის პროექტის ფარგლებში მოეწყო ობიექტის შიდა გზები, მოხდა ტერიტორიის შემოღობვა და ელექტროფიცირება. ნარჩენები საიზოლაციო ფენით გადაიფარა, დამონტაჟდა ნაგავსაყრელის მაჩვენებელი და ამკრძალავი ნიშნები. ასევე, მოეწყო გაბიონი, რომელიც მდინარე ჯეჯორას ნარჩენების ჩარეცხვისაგან დაიცავს. სამუშაოებზე 26 ადამიანი იყო დასაქმებული.

ონის მუნიციპალური ნაგავსაყრელი შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას“ საკუთრებაში 2013 წელს გადაეცა. ამ დროისთვის პოლიგონი სტანდარტებთან შეუსაბამოდ ოპერირებდა, ნარჩენების შეტანა კი არაორგანიზებულად ხდებოდა. ამჟამად, მოხსნილია ანტისანიტარიის პრობლემაც.

ნაგავსაყრელის კეთილმოწყობის პროექტმი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ დაახლოებით 164 957 ლარი შეადგინა.

2015-11-26T10:31:03+00:00