გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა

11/05/2017 – “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის“ პროექტის ფარგლებში, იმერეთში, თერჯოლის გამგეობაში, ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში განიხილეს.
განხილვაში მონაწილეობდნენ შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, კომპანიის, მუნიციპალიტეტების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეობა და სხვა დაინტერესებული მხარეები.

შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ითვალისწინებს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსთვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის მოწყობას ქალაქ ქუთაისში, რომელიც ასევე მოემსახურება იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს. „ქუთაისის ინტეგრირებული მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტი მოიცავს ქუთაისთან ახლოს, ახალი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობასა და არსებული ძველი ნაგავსაყრელის დახურვას, ნარჩენების მოგროვებისა და ასევე ქუჩების დასუფთავების სისტემის გაფართოებას. 
ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობა ხელს შეუწყობს რეგიონში ნარჩენების მართვის ახალი სისტემის ჩამოყალიბებას, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს.

2017-05-18T06:35:33+00:00