31.01.2022წ
დაფინანსება: გერმანიის რეკონსტრუციის საკრედიტო ბანკი (KfW)
შესყიდვის No. 500775
BMZ no: 2015 68 260
შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II-ის ფარგლებში, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონების მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი სხვადასხვა ზომისა და მოცულობის სატვირთო მანქანებისა და კონტეინერების, ქუჩის დასუფთავებისა და ნარჩენების სეპარირებული შეგროვების საპილოტე პროექტებისთვის ტექნიკური აღჭურვილობის შესყიდვის ტენდერი ჩაიშალა. KfW-ის შესყიდვების სახელმძღვანელოს (2019 წლის იანვრის ვერსია, განახლებულია 2021 წლის იანვარში) 2.5.15 (2) პუნქტის საფუძველზე ყველა პრეტენდენტი უარყოფილ/დაწუნებულ იქნა, კერძოდ, ყველა მიღებული წინადადება არსებითად შეუსაბამო იყო სატენდერო დოკუმენტაციის მოთხოვნებთან.