სენაკის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 350 ერთეული 1100-ლიტრიანი კონტეინერი გადაეცა

სენაკის მუნიციპალიტეტს ნარჩენების შესაგროვებელი 350 ერთეული 1100-ლიტრიანი კონტეინერი გადაეცა

17/09/2022 – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია” სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების შესაგროვებელი ახალი 1 100-ლიტრიანი კონტეინერების გადაცემას განაგრძობს. “მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები” ფარგლებში სენაკის მუნიციპალიტეტს 350 კონტეინერი გადაეცა.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

სენაკის მუნიციპალიტეტი 2022 წლის ბოლომდე, გეგმის მიხედვით ასევე აღიჭურვება სხვადასხვა ზომის 100 კონტეინერით, ქუჩის (მცირე ზომის) 249 ურნითა და უნიფორმებით. ხოლო 2023 წლის აგვისტომდე ეტაპობრივად მიეწოდება ნარჩენების შესაგროვებელი 3 მანქანა და პიკაპის ტიპის 3 ერთეული სატვირთო მანქანით.

სენაკის მუნიციპალიტეტისთვის კონტეინერების გადაცემას ესწრებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი და სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია.

2024-02-01T11:11:53+00:00