„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“

„სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“

28/04/2016- საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ აქცია „სუფთა ქვეყანა საერთო საქმეა“ წამოიწყო. კამპანიის ფარგლებში  ქუთაისში, ნიკეას ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიროტიაზე დასუფთავების აქცია გაიმართა. დასუფთავების ღონისძიებაში „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორი გიორგი შუხოშვილი და ქუთაისის მერის მოადგილე  ნოდარ მიქიაშვილი თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. აქციას, ასევე, „ქუთაისის სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ნიკეას ქუჩის მოსახლეობა და სხვა მოხალისეები შეუერთდნენ.

ღონისძიების მონაწილეებმა ნიკეას ნაგავსაყრელის პოლიგონთან ახლოს მდებარე სასაფლაოს  ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

მსგავსი ტიპის აქციები სხვა მუნიციპალური ნაგავსაყრელების მიმდებარე ტერიტორიებზეც გაიმართება.

2016-10-03T11:31:59+00:00