საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ რეგიონებში გასანაწილებლად 5 ერთეული სპეცტექნიკა – ბულდოზერი შეიძინა. ტექნიკა, სამუშაოების ეფექტურად განხორციელების მიზნით, კახეთის, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებს მოემსახურება.
შეძენილი ტექნიკის საერთო ღირებულებამ 385 000 ლარი შეადგინა.