საჯარო განხილვა ქვემო ქართლის რეგიონში

საჯარო განხილვა ქვემო ქართლის რეგიონში

22/02/2017  ქვემო ქართლში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ნაგავსაყრელი აშენდება

მარნეულის მუნიციპალიტეტში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში განიხილეს.

საჯარო განხილვას საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპაინის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ თოფჩიშვილი , ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი მოსახლეები და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD)  ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტს, რომელიც გულისხმობს მყარი ნარჩენების მართვის გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო ინტეგრირებული სისტემის განვითარების ხელშეწყობას ქვემო ქართლის რეგიონში. ასევე, პროექტი მოიცავს რეგიონში  ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელის მოწყობას.

ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი რეგიონული სანიტარული ნაგავსაყრელი მოემსახურება ქვემო ქართლის 5 მუნიციპალიტეტს (წალკა, დმანისი, თეთრიწყარო, მარნეული, ბოლნისი). პროექტის ფარგლებში ასევე მოხდება აღნიშნული მუნიციპალიტეტების აღჭურვა აუცილებელი ტექნიკური საშუალებებით.

2017-02-22T13:33:48+00:00