დასუფთავების აქციები გრძელდება

დასუფთავების აქციები გრძელდება

04/04/2018 – შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“  ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისებითან“ ერთად ქუთაისში დასუფთავების აქციებს აგრძელებს. აქციის მონაწილეებმა ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე არსებული სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორია პოლიეთილენის პარკების, ბოთლებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაასუფთავეს.

დასუფთავების აქციაში მონაწილეობას შპს“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიისა“ და ქუთაისის ა(ა)იპ „ სპეციალური სერვისების“ თანამშრომლები, ასევე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იღებდნენ. საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია დასუფთავების აქციების პერმანენტულად ატარებს.

2018-05-03T11:44:40+00:00