მცხეთა-მთიანეთს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნები გადაეცა

მცხეთა-მთიანეთს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი ურნები გადაეცა

27/06/2018 – მცხეთის მუნიციპალიტეტში 300 ერთეული, ხოლო მთლიანად რეგიონში ჯამში 550 კონტეინერი გადანაწილდება. ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონი  ევროსტანდარტების შესაბამისი 10 000 ახალი ურნით ეტაპობრივად აღიჭურვება, რაც რეგიონებსა და ტურისტულ ზონებში დასუფთავების სერვისის, ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი, გიორგი შუხოშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს,ოთარ ჩხეიძეს და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. კომპანიამ მუნიციპალიტეტებს ნარჩენების ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი, გერმანული წარმოების პლასტმასის 1100-ლიტრიანი ურნები გადასცა.
საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტებისთვის ნარჩენების ახალი კონტეინერების შესაძენად ჯამში 5 531 800 ლარი დაიხარჯა.

2018-06-27T10:55:32+00:00