29/10/2019- მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასა და საკონსულტაციო კომპანია COWI-ს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას „ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის ფარგლებში ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა „ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტის დეტალები განიხილეს.
პროექტი მოიცავს სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი რეგიონული ნაგავსაყრელების მოწყობასა და ნარჩენების მართვის გამართული სისტემის დანერგვას. ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონებში ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობა, მუნიციპალიტეტების შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა და არსებული ნაგავსაყრელების სტანდარტების შესაბამისად დახურვა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყანაში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და გერმანიის განვითარების ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
ახალი რეგიონული ნაგავსაყრელების მშენებლობა 2023-2024 წლებშია დაგეგმილი.