“საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ მართვაში არსებული ზუგდიდის ნაგავსაყრელის დახურვისა და ახალი, რეგიონული, არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა-ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართება.
დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: არასახიფათო ნარჩენის განთავსება;
დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია“;
დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი:
- 2020 წლის 24 ივნისი, 14:00 საათი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. ცაცხვის საბაზო სკოლის ეზო
- 2020 წლის 24 ივნისი, 16:30 საათი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფ. დიდი ნეძის ადმინისტრაციული ერთეულის შენობის ეზო
საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან და სხვადასხვა შეზღუდვიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვები გაიმართება სოფ. ცაცხვის საბაზო სკოლის და სოფ. დიდი ნეძის ადმინისტრაციული ერთეულის ეზოში (ღია სივრცეში). საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 30 ივნისამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
ინფორმაცია პროექტისა და სკოპინგის ანგარიშის შესახებ იხილეთ ბმულზე