ქვემო ქართლის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის შესახებ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

ქვემო ქართლის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის შესახებ სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გაიმართა

21/12/2020- დღეს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებულმა, საქართველოს  მყარი ნარჩენების მართვის კომპანამ,  “ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის” პროექტის ფარგლებში დაგეგმილი, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა გამართა.

მიმდინარე ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა. განხილვაზე დასწრების, შენიშვნებისა და მოსაზრებების გამოთქმის უფლება საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანია ახორციელებს „ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის“ პროექტს, რომელიც ითვალისწინებს ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობას ქვემო ქართლის რეგიონისთვის. ახალი ობიექტი რეგიონის 5 მუნიციპალიტეტის (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი) 200 ათასზე მეტ მოსახლეს მოემსახურება.  პროექტი ასევე ითვალისწინებს  მუნიციპალიტეტების  ნარჩენების შესაგროვებელი ტექნიკური საშუალებებით აღჭურვას, რაც უფრო ეფექტურს გახდის დასუფთავების სისტემას და რეგიონში გააუმჯობესებს სანიტარულ პირობებს.

ნარჩენების განთავსების ახალი ობიექტის მოწყობის შედეგად ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი სამუშაო ადგილები გაჩნდება. რეგიონში ეტაპობრივად დაიხურება არსებული ნაგავსაყრელები, რაც მოსახლეობის გარემო და საცხოვრებელ პირობებს საგრძნობლად გააუმჯობესებს.

პროექტი საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

 

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge

სკოპინგის განცხადება, სკოპინგის ანგარიში და Shp ფაილები იხილეთ ბმულზე 

2020-12-21T15:34:22+00:00