ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ახალი სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება

ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი ახალი სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება

27/09/2024 – შპს “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ”, ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულ კომპანია GT Group-თან სპეციალური ტექნიკის შესყიდვის თაობაზე ხელშეკრულება გააფორმა.

ქვემო ქართლის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტი შემდეგი სპეციალური ტექნიკით აღიჭურვება:

  • ბულდოზერი
  • დამტვირთველი
  • კომპაქტორი
  • სატვირთო მანქანა
  • ექსკავატორ-დამტვირთველი

ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტის ფარგლებში  ახალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოემსახურება წალკის, დმანისის, თეთრიწყაროს, ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებს. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ობიექტის მოწყობისა და აღჭურვის შედეგად, რეგიონში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა და საცხოვრებელი პირობები, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, როგორც ობიექტის მშენებლობის, ისე ოპერირების პროცესში.

პროექტი ხორციელდება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური უზრუნველყოფით.

 

2024-09-27T10:41:56+00:00