ფოთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და ნარჩენების გადამტვირთავი ორი სადგურის მშენებლობის საერთაშორისო ტენდერის შედეგები

ფოთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვა და ნარჩენების გადამტვირთავი ორი სადგურის მშენებლობის საერთაშორისო ტენდერის შედეგები

 

ქვეყანა: საქართველო

 

დაფინანსება: KfW  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი

საცნობარო ნომერი: BMZ201568260/KfW500772;ICBICB/W/SZS/02
პროექტი: მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა II, კახეთისა და
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონები, საქართველო
პროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები:
• მუნიციპალური მყარი ნარჩენებისთვის ახალი რეგიონული არასახიფათო
ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა და აღჭურვა;
• ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა და შორ მანძილზე
ტრანსპორტირებისთვის აღჭურვილობის შეძენა;
• ქუჩების დასუფთავების, ნარჩენების შეგროვების/ტრანსპორტირების
აღჭურვილობის შეძენა მუნიციპალიტეტებისთვის;
• არსებული ნაგავსაყრელების (ზუგდიდისა და ფოთის არსებული ნაგავსაყრელების)
ევროსტანდარტების შესაბამისად (ეკოლოგიურად სუფთა) დახურვა;
ხელშეკრულების მოკლე აღწერა:
ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები:
1. ფოთში არსებული ნაგავსაყრელის დახურვა;
2. ნარჩენების მართვის ორი ობიექტის მშენებლობა, რომელიც მოიცავს ფოთსა და
ლახანში (მესტიის მუნიციპალიტეტი) ნარჩენების გადამტვირთავი 2 სადგურის
მშენებლობას.
წარმატებული კონტრაქტორი პასუხისმგებელი იქნება როგორც ნაგავსაყრელის
დახურვის, ასევე სამშენებლო სამუშაოების სრულ განხორციელებაზე, პროექტის
ტექნიკური სპეციფიკაციებისა და შესაბამისი მოთხოვნების სრული დაცვით.
ტენდერში გამარჯვებული: საწარმო გაერთიანება (1) Anagi LLC. (წამყვანი
პარტნიორი, საქართველო) და (2) Hofstetter Environmental S.R.L, რუმინეთი.
სამუშაოების განხორციელების ვადები: 2025 წლის აგვისტოდან 2027 წლის
იანვრამდე.
ხელშეკრულების ოდენობა: 8,069,479.90 ევრო (წინასწარი თანხებისა და დღგ-ს
ჩათვლით).

2025-07-31T09:55:31+00:00