საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ შოთა მურღულიამ, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორთან, გიორგი შუხოშვილთან ერთად, დუშეთის ტერიტორიაზე განთავსებული ნაგავსაყრელის პირველადი საექსპლოატაციო სამუშაოები დაათვალიერა.
დუშეთის ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად მყარი ნარჩენების კომპანია მოახდენს ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების მიზვინვას პოლიგონის სიღრმეში, კომპაქტურად დატკეპვნასა და საიზოლაციო ფენებით დაფარვას; ნაგავსაყრელების გარშემო არაორგანიზებულად დაყრილი ნარჩენების პოლიგონის საზღვრებში შეგროვებას; მისასვლელი გზის მოხრეშვასა და შიდა გზების მოწესრიგებას.
უკვე დაინიშნენ რეგიონული კოორდინატორები, ნაგავსაყრელის ოპერატორები, რომლებიც გააკონტროლებენ არსებულ ტერიტორიაზე ნარჩენების სწორ განთავსებას, აღრიცხვიანობას და ექსპლუატაციას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული ნაგავსაყრელები მართვაში ცოტა ხნის წინ გადაეცა. მიმდინარე წელს დაგეგმილია საქართველოს რეგიონებში არსებული ნაგავსაყრელების მოწყობა და მართვა და ნაგავსაყრელებზე არსებული მყარი ნარჩენების მართვა, რომელსაც მყარი ნარჩენების მართვის კომპანია განახორციელებს.