მყარი ნარჩენების მართვის კომპანია 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს

მყარი ნარჩენების მართვის კომპანია 6 თვის ანგარიშს აქვეყნებს

კომპანიის მისიაა გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი საყოფაცხოვრებო მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელების (პოლიგონების) მიერ გამოწვეული უარყოფითი ზეგავლენის შემცირება; ქვეყნის მასშტაბით მოქმედი მუნიციპალური ნარჩენების 54 პოლიგონის მართვა; ახალი სანიტარული პოლიგონების მშენებლობა ევროკავშირის გარემოსდაცვითი და ტექნიკური სტანდარტების შესაბამისად; ახალი რეგიონული სანიტარული პოლიგონების ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, არსებული პოლიგონების ეტაპობრივი დახურვა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. კომპანიის მიზანი არსებულ პოლიგონებზე (გარდა ქ. თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიგონებისა) საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსების პროცედურების გაუმჯობესება; პოლიგონების ტერიტორიის მოწესრიგება და შესაბამის საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანა; პოლიგონებზე განსათავსებელი ნარჩენების აღრიცხვის სისტემის დანერგვა/სრულყოფა; ახალი რეგიონული სანიტარული პოლიგონებისა და გადამტვირთი სადგურების რაოდენობის განსაზღვრა; ახალი სანიტარული პოლიგონების მშენებლობა და მართვა; მაღალი რისკის მქონე პოლიგონების რემედიაცია და დახურვა; კომპანიაში დასაქმებული ადამიანური რესურსების კვალიფიკაციის ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებზე; კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება. კეთილმოწყობისა და გამართულ საექსპლუატაციო რეჟიმში მოყვანის მიზნით საწყის ეტაპზე კომპანიის მიერ განისაზღვრა რვა პრიორეტეტული ნაგავსაყრელი: ქ. თელავის ნაგავსაყრელი ქ. მცხეთის (ქსანი) ნაგავსაყრელი ქ. გორის ნაგავსაყრელი ქ. ახალციხის ნაგავსაყრელი ქ. ქუთაისის ნაგავსაყრელი ქ. ამბროლაურის ნაგავსაყრელი ქ. ზუგდიდის ნაგავსაყრელი ქ. ოზურგეთის (მერია) ნაგავსაყრელი შერჩეულ პოლიგონებზე განხორციელებული და მიმდინარე აქტივობები პოლიგონის ექსპლუატაციის პროექტის შემუშავება; ტოპოგეოდეზიური სამუშაოები, ნაგავსაყრელების ტერიტორიის ტოპოგადაღება; საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა; ნაგავსაყრელებზე განთავსებული ნარჩენების გადაადგილება განსაზღვრულ უჯრედში, კომპაქტურად დატკეპვნა და საიზოლაციო მიწის ფენებით დაფარვა; ნაგავსაყრელების გარშემო არაორგანიზებულად დაყრილი ნარჩენების პოლიგონის ტანში შემოზვინვა; საკონტროლო-გამშვები ჯიხურების მშენებლობა; სანიაღვრე წყლების არინების სისტემების შექმნა; ნაპირსამაგრი სამუშოების ჩატარება; ნაგავსაყრელების შემოღობვა; სასწორების დამონტაჟება; სანკვანძის მოწყობა; სახანძრო ფარის მოწყობა. რვა პრიორიტეტულ ნაგავსაყრელზე დაგეგმილი სამუშაოებისათვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისა და ობიექტებზე საავტორო ზედამხედველობის საპროექტო მომსახურების შესყიდვის მიზნით გამოცხადდა კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული. კომპანიის მიერ შესწავლილ იქნა დარჩენილ 46 ნაგავსაყრელზე არსებული მდგომარეობა. ხორციელდება შემდეგი სამუშაოები: არაორგანიზებულად განთავსებული ნარჩენების შემოზვინვა და დატკეპვნა; შიდა მიმოსვლის გზების მოწყობა-მოწესრიგება; პოლიგონების შემოღობვა. პოლიგონების შესაღობად განისაზღვრა მათი პერიმეტრი და ღობის ტიპები; განხორციელდა მოქმედი ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია. მოქმედ ნაგავსაყრელებზე დაინერგა შემოსული ნარჩენების მკაცრი აღრიცხვის ჟურნალების საშუალებით აღრიცხვის მეთოდიკა პოლიგონების მოწესრიგება ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე ნაგავსაყრელების მოწესრიგების მიზნით პირველადი საექსპლუატაციო სამუშაოები ჩატარდა და გაგრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე შემდეგ ქალაქებში: გორი, თელავი, ხაშური, დედოფლისწყარო, ბაკურიანი, გურჯაანი, წნორი, დუშეთი, ზესტაფონი, სამტრედია, ხარაგაული, თერჯოლა, ონი, საჩხერე, ამბროლაური, კასპი, ქსანი, საგარეჯო, ზუგდიდი, ქარელი, აგარა, ოზურგეთი, სენაკი. თითოეული ნაგავსაყრელისათვის, შიდა გზებისა და ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების გაწმენდის სამუშაოებისათვის განისაზღვრა დასაქირავებელი საჭირო ტექნიკის მომსახურების მანქანა/საათების ვადები; ნაგავსაყრელების ეფექტური მართვის მიზნით შემუშავდა „მუნიციპალური გადანაყრების პოლიგონების ექსპლუატაციის ინსტრუქციის“ დოკუმენტი; ჩატარდა ყველა არსებული ნაგავსაყრელის შეფასება და რისკების ანალიზი (შესაბამისი კითხვარის საფუძველზე) ნაგავსაყრელებისათვის გარემოზე მავნე ზემოქმედების შემამცირებელი ზომების

2013-08-09T11:58:35+00:00