ქ. ქუთაისის პოლიგონი განთავსებულია ქუთაისი-გეგუთის მაგისტრალზე, ნიკეას ქუჩის გასწვრივ. ფართობი შეადგენს 150962,28 კვ/მ-ს. აღნიშნული ნაგავსაყრელი ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური ნაგავსაყრელია საქართველოში. მისი მოწესრიგება წლების განმავლობაში ვერ მოხერხდა, რის გამოც ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან ზიანს აყენებდა და მისი მოწესრიგება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს.
ვიზუალური დაკვირვებით ჩანს, რომ ნარჩენები ქაოსურად, უწესრიგოდ არის განთავსებული; რის გამოც ფართობი თითქმის ბოლომდეა ათვისებული, ნარჩენების სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 12-15 მ-ს. აღწევს. პერიმეტრზე არსებული წრიული გზაც ნაგვითაა გადაფარული. არასწორი ექსპლუატაციის გამო დაბინძურებულია ტერიტორიის შიგნით არსებული საირიგაციო არხი. შეინიშნება ნარჩენების წვის ინტენსიური კერები.
2013 წელს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას ნაგავსაყრელის მოსაწესრიგებლად შემდეგი სამუშაოები აქვს დაგეგმილი: ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების გადაადგილება განსაზღვრულ უჯრედში, კომპაქტურად დატკეპვნა და საიზოლაციო მიწის ფენებით დაფარვა, ნაგავსაყრელების გარშემო არაორგანიზებულად დაყრილი ნარჩენების პოლიგონის ტანში შემოზვინვა, საკონტროლო-გამშვები ჯიხურების განთავსება, სანიაღვრე წყლების არინების სისტემების შექმნა, ნაგავსაყრელის შემოღობვა, სასწორების დამონტაჟება, სანკვანძისა და სახანძრო ფარის მოწყობა. ასევე, მოხდება ქუთაისის მყარი საყოფაცხოვრებო გადანაყრების პოლიგონის გასწვრივ – უშუალო სიახლოვეს არსებული მდინარე რიონის ჭალა-კალაპოტის მარჯვენა სანაპირო ზოლის ნაპირსამაგრ სამუშაოების განხოციელება.