იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიში (ფინანსური მხადაჭერა: EU, KfW)

იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიში (ფინანსური მხადაჭერა: EU, KfW)

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის სკოპინგის ანგარიში გამოაქვეყნა.

სკოპინგის განცხადება და სკოპინგის ანგარიში ხელმისაწმვდომია ბმულზე.

სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2022 წლის 23 მაისის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6 ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge.

შეგახსენებთ, რომ ახალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობა დაგეგმილია “ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტის” ფარგლებში. პროექტი ასევე ითვალისწინებსნარჩენების გადამტვირთავი სადგურების სისტემის მოწყობასა და მუნიციპალიტეტების აღიჭურვას ნარჩენების შეგროვებისა და ქუჩების დასუფთავებისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებებით. აღნიშნული სისტემა სრულად ჩაანაცვლებს არსებულ ნაგავსაყრელებს, რომლებიც ეტაპობრივად, სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტის შედეგად მნიშვნელოვანად გაუმჯობესდება გარემოსდაცვითი და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები საპროექტო რეგიონებში.

“ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი” ხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო ინვესტირების პლატფორმის (EU NIF) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) ფინანსური მხარდაჭერით, გერმანიის საქართველოსთან ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში.

2022-05-02T15:15:41+00:00