საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის “ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების მართვის” პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ახალი, რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა 2020 წლის 21 დეკემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში სხვადასხვა პერიოდში მოქმედებს სხვადასხვა სახის შეზღუდვები, კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, 2020 წლის 18 სექტემბერს ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში” განხორციელდა ცვლილება (https://matsne.gov.ge/document/view/4994730?publication=0 ), რომელიც ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პანდემიის/ეპიდემიის დროს, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, საჯარო განხილვის დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართება დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების, Webex-ის აპლიკაციის გამოყენებით. საჯარო განხილვები ღიაა, მათში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
საჯარო განხილვაზე დასწრების ბმული:
შეხვედრის ლინკი: https://mepameet.webex.com/mepameet/j.php?MTID=m47bde230ac0a669ea94b98c51a7d2678
შეხვედრის კოდი: 12345678
შეხვედრის ნომერი: 175 271 5237
საჯარო განხილვებში მონაწილეობისთვის, გთხოვთ, უზრუნველყოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალების Webex-ის აპლიკაციის დაყენება. აღნიშნული შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურ რეჟიმში, შეხვედრის ელ. ბმულზე გადასვლის შემდგომ. აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სმარტფონით, ასევე პერსონალური კომპიუტერითა და ლეპტოპით (დამატებით გაცნობებთ, რომ შეხვედრაზე დასწრებისთვის სავალდებულოა ელექტრონული ფოსტის გამოყენება).
დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 25 დეკემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge
სკოპინგის განცხადება, სკოპინგის ანგარიში და Shp ფაილები იხილეთ ბმულზე