30/06/2023 – შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ “ქვემო ქართლის ნარჩენების მართვის“ პროექტის მიმდინარეობისა და სამომავლო ნაბიჯების შესახებ ქვემო ქართლის რეგიონში სახელმწიფო რთწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციაში გამართული ღონისძიების მთავარი მიზანი ადგილობრივი წარმომადგენლებისთვის დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის შესახებ ინფორმაციის წარდგენა და მათი მოსაზრებების მოსმენა იყო. აღნიშნული დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის მიდგომა ეფუძნება კონცეფციას „ინფორმირება-მოწვევა-ჩართულობა“ და შემუშავებულია საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით. პროექტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები ყველა დაინეტრესებულ მხარესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მოხდეს მათი ინფორმირება, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი პროექტის შესახებ, დასვან კითხვები და წამოჭრან მნიშვნელოვანი საკითხები, რაც გათვალისწინებული იქნება პროექტის განხორციელების ეტაპზე.
პროექტი ითვალისწინებს ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მოწყობასა და აღჭურვას, რომელიც მოემსახურება რეგიონის 5 მუნიციპალიტეტს (თეთრიწყარო, მარნეული, წალკა, ბოლნისი და დმანისი).
პროექტი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.