ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში რეგიონული სამუშაო ჯგუფები (RWG) ჩამოყალიბდა

ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენების ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის ფარგლებში რეგიონული სამუშაო ჯგუფები (RWG) ჩამოყალიბდა

პროექტის – “ცენტრალური საქართველოს მყარი ნარჩენები – ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა” – ფარგლებში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის” ინიციატივით, რეგიონული სამუშაო ჯგუფების (RWG) პირველი შეხვედრები გაიმართა.

რეგინულ სამუშაო ჯგუფების შემადგენლობაში შედიან ადგილობრივი ხელისუფლების, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრები ონლაინ რეჟიმში გაიმართა და სულ 35 წარმომადგენელი მონაწილეობდა. 

რეგიონული სამუშაო ჯგუფების შეხვედრები გაცნობითი ხასიათის იყო; კომპანიამ მონაწილეებს გააცნო  მყარი ნარჩენების მართვის არსებული და დაგეგმილი სისტემები, ასევე მიაწოდა ინფორმაცია ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების ადგილმდებარეობების შერჩევის ტექნიკური ანგარიშის შესახებ და მოისმინა სამუშაო ჯგუფის წევრების მოსაზრებები.

კომპანიამ მონაწილეებს ასევე გააცნო რეგიონული სამუშაო ჯგუფის ფუნქცია/მოვალეობები; დამატებით, შეხვედრებზე განხილული იყო დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის დაგეგმილი ღონისძიებები, რაც მოიცავს ადგილობრივ მოსახლეობის ინფორმირებასა და მონიტორინგის კომიტეტის ჩამოყალიბებას.

შეგახსენებთ, რომ პროექტი ითვალისწინებს ევროსტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობასა და აღჭურვას, რაც ხელს შეუწყობს რეგიონებში ეკოლოგიური და საცხოვრებელი პირობების მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.

ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევა ხორციელება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის(EBRD) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) დაფინანსებით.

2023-09-04T12:43:13+00:00